ბერძნული ტერმინი ისიხაზმი, ისიხია ( ჰესიქაზმი, ჰესიქია – ἡ συχασμός , ἡ συχία ) პირდაპირი გაგებით ნიშნავს სიმშვიდეს, მყუდროებას. ადრექრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში, ჯერ კიდევ წმინდა ანტონი დიდიდან (III – IV ს. ს. ) მოყოლებული , ისიხაზმი უმთავრესად ორი მნიშვნელობით იხმარება: ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს ბერმონაზვნური ცხოვრების ისეთ ფორმას, რომელიც ცნობილია დაყუდების, მარტოდმყოფობის ( μοναδικός ) სახელით, ე. ი. განსხვავებული ზოგადცხოვრებულთა მონასტრისაგან ( κοινόβιον ) , ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებს არა კონკრეტულ განდეგილ ბერობაზე, არამედ სულიერი მოღვაწეობის გარკვეულ სკოლაზე, რომელიც ფსიქოსომატური მეთოდებით განუყოფლად არის დაკავშირებული იესოს ლოცვის შემოქმედებასთან და მისი გამოვლენა შესაძლებელია, როგორც მონასტერში, ისე ერში [1] . ამ მიმართულებას სხვაგვარად ეწოდება ე. წ. სულიერი მღვიძარება, სიფხიზლე ( ἡ νήψις ) [2] ,ანუ საკუთარი შინაგანი სამყაროს მუდმივი თვითკონტროლი უწყვეტი გონიერი ლოცვის ( νοερᾶς προσευχῆς ) [3] თანხლებით, ...